ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016116
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
22/07/2014
ვებგვერდი, 23/07/2014
010250020.35.137.016116
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/07/2014 - 06/01/2015)

 

  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2014 წლის 22 ივლისი

დ. ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა.ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნას შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:

ა)   ადიგენის  ადმინისტრაციული ერთეული   (სამოქმედო ტერიტორია – დაბა ადიგენი);

ბ)   აბასთუმნის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – დაბა აბასთუმანი);

გ) არლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: არალი, წარბასთუმანი);

დ) ბენარის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბენარა, უნწა, შოლავერი);

ე) ხევაშენის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ხევაშენი, ნაქურდევი);

ვ)    ბოლაჯურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბოლაჯური, ქვემო ენთელი);

ზ)  გორგულის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გორგული, იმერთუბანი, იჯარეთი, სოფელი ადიგენი);

თ)  ვარხნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვარხანი, სოფელი აბასთუმანი, საღრძე, ფარეხა);

ი)   წახანის ადმინისტრაციული ერთეული   (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: წახანი, ხარჯამი,  ქიქინეთი, წახანწყარო);

 კ)  ზანავის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდი ზანავი, პატარა ზანავი, წრე, გომარო);

ლ) ლელოვნის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლელოვანი, ამხერი, სამყური, ღორძე, კახარეთი);

 მ)  მლაშის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მლაშე, ფლატე, არზნე);

 ნ)   ზარზმის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზარზმა, უტყისუბანი);

 ო)  მოხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მოხე, ციხისუბანი, ნამინაური);

 პ)  დერცელის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დერცელი, კიკიბო);

 ჟ)    უდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: უდე, ზაზალო);

 რ)  ფხეროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფხერო, ზემო ენთელი, შოყა);

 ს)    ჩორჩნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩორჩანი, დიდი სმადა, პატარა სმადა);

 ტ)  ჭეჭლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭეჭლა, ჭელა, კეხოვანი, საირმე);

უ)   ზედუბანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზედუბანი, ღორთუბანი, აფიეთი).

მუხლი 2
დადგენილება შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე