„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016153
2
06/01/2015
ვებგვერდი, 09/01/2015
010250020.35.137.016153
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2015 წლის 6 იანვარი

დ. ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ “ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №25 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნას შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:

ა) ადიგენის  ადმინისტრაციული ერთეული   (სამოქმედო ტერიტორია – დაბა ადიგენი);

ბ) აბასთუმნის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – დაბა აბასთუმანი);

გ) არლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: არალი, წარბასთუმანი);

დ) ბენარის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბენარა, უნწა, შოლავერი);

ე) ხევაშენის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ხევაშენი, ნაქურდევი);

ვ) ბოლაჯურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბოლაჯური, ქვემო ენთელი);

ზ)  გორგულის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გორგული, იმერთუბანი, იჯარეთი, სოფელი ადიგენი);

თ) ვარხნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვარხანი, სოფელი აბასთუმანი, საღრძე, ფარეხა);

ი) წახანის ადმინისტრაციული ერთეული   (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: წახანი, ხარჯამი,  ქიქინეთი, წახანწყარო);

კ) ზანავის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდი ზანავი, პატარა ზანავი, წრე, გომარო);

ლ) ლელოვნის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლელოვანი, ამხერი,);

მ)  სამყურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები სამყური, ღორძე, კახარეთი)“

ნ)  მლაშის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მლაშე, ფლატე, არზნე,);

ო) ზარზმის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტოროა-სოფლები ზარზმა უტყისუბანი)

პ)  მოხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მოხე, ციხისუბანი, ნამინაური);

ჟ)  დერცელის ადმინისტრაციული ერთეული  (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დერცელი, კიკიბო);

რ) უდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: უდე, ზაზალო);

ს) ფხეროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფხერო, ზემო ენთელი, შოყა);

ტ) ჩორჩნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩორჩანი, დიდი სმადა, პატარა სმადა);

უ) ჭეჭლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭეჭლა, ჭელა, კეხოვანი, საირმე);

ფ) ზედუბანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზედუბანი, ღორთუბანი, აფიეთი)".

მუხლი 2
დადგენილება შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე