დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გადაცემების მომზადებისა და ტელეკომპანიის საეთერო ბადეში განთავსების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1184 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017377 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1184
2014 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გადაცემების მომზადებისა და ტელეკომპანიის საეთერო ბადეში განთავსების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, შპს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან“ (GIZ) 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული №83175438 ხელშეკრულების დაფინანსების ფარგლებში და პირობების შესაბამისად, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაციისა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, გადაცემების მომზადებისა და ტელეკომპანიის საეთერო ბადეში განთავსების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსების – 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები