დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №1106 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017342 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1176
2014 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №1106 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №1106 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სოფელ შამთაში მისასვლელი ხიდი №1-ის რეაბილიტაცია – 43 853 (ორმოცდასამი ათას რვაას ორმოცდაცამეტი) ლარი;
გ) სოფელ შამთაში მისასვლელი ხიდი №2-ის რეაბილიტაცია – 79 053 (სამოცდაცხრამეტი ათას ორმოცდაცამეტი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები