საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016099
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
16/07/2014
ვებგვერდი, 18/07/2014
010250050.35.130.016099
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/07/2014 - 24/02/2016)

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2014 წლის 16 ივლისი

ქ. საჩხერე

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 24 -ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ “ ქვეპუნქტის, 61 -ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:   

მუხლი 1
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულება (დანართი  თან ერვის ).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა   სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 იანვრის №7 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე



დანართი
მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების,  სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

მუხლი 1. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
1. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების,  სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და დარგობრივი მოხელეებისაგან.

2. სამსახურის დარგებია:

ა) კულტურის;

ბ) განათლების;

გ) სპორტის;

დ) ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის;

ე) ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის;

ვ) კულტურულ–სპორტულ ღონისძიებათა საორგანიზაციო.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. დარგების საქმიანობას წარმართავენ სამსახურის მოხელეები, რომელთა  უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით ბრძანებით, სამსახურის  უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  ერთ-ერთი მოხელე.

5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კულტურის, განათლების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ახალგაზრდული  სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

გ)მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;

ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 4. სამსახურის დარგობრივ მოხელეთა  ფუნქციები
1. სამსახურის კულტურის დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახურის განათლების დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. სამსახურის სპორტის დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;

დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

4. სამსახურის ძეგლთა დაცვის დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების მოძრავი და უძრავი ძეგლების აღრიცხვას, პასპორტიზაციას, და მოვლა–პატრონობას;

ბ) მონაწილეობს ძეგლებთან არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოების მოქმედი კანონონმდებლობით წარმართვაში.

გ) ამზადებს რეკომენდაციებს ძეგლების საკონსერვაციო–სარესტავრაციო სამუშაოებისათვის.

დ) ამზადებს რეკომენდაციებს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი, უძრავი და ბუნების ძეგლებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭების თაობაზე;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ვ) იკვლევს ტურიზმის განვითარების საკითხებს და ამზადებს პროგრამებს ტურისტული მარშრუტების, ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქურის მოწესრიგების თაობაზე;

ზ) ამზადებს ტურისტულ ბუკლეტებს, რუკებს და სხვა სარეკლამო საშუალებებს ვიზიტორთა ინფორმირებისათვის.

5. სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა და გენდერული თანასწორების დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული და გენდერული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს;

ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

გ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

6. სამსახურის კულტურულ–სპორტული ღონისძიებების საორგანიზაციო დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კულტურულ–სპორტული ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას, მუნიციპალიტეტის, ქვეყნის და საერთაშორისო მნიშვნელოვანი მოვლენების, სამოქალაქო, რელიგიური და სახალხო დღესასწაულების გათვალისწინებით;

ბ) ამზადებს პროგრამებს მუნიციპალიტეტის, ქვეყნისა და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოღვაწეთა საიუბილეო თარიღების მომზადება–ჩატარების თაობაზე;

გ) ხელმძღვანელობს თეატრალური, საკონცერტო, საფესტივალო, საკონკურსო, საგამოფენო, საგამომცემლო,  სპორტული შეჯიბრებების, მემორიალების მომზადება–ჩატარებას;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.