დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.130.016183 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №22 დადგენილებაში (სსმ, 18/07/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016099) და დადგენილებით დამტკიცებული კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
|
1.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ –
სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
|
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
|
3.
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
|
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის –
განყოფილებისა და დარგობრივი მოხელეებისაგან.
|
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. |
3.
სამსახურის დარგებია:
ა) კულტურის; ბ) განათლების; გ) სპორტის; დ) ტურიზმის; ე) ძეგლთა დაცვის; ვ) გენდერული თანასწორობის. |
4.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.
|
5.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსის და განყოფილების მოხელეებისაგან. |
6.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.
|
7.
დარგების საქმიანობას წარმართავენ სამსახურის მოხელეები, რომელთა უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
|
8.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
|
9.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
|
1.
კულტურის, განათლების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტურიზმის, ახალგაზრდული სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას
; |
2.
წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; |
3.
წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე
; |
4.
გამგეობის ურთიერთობის საკითხების დარეგულირებას:
ა) სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებთან; ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებებთან; გ) მუნიციპალურ სპორტულ დაწესებულებებთან. |
5.
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
|
მუხლი 4.
ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები |
1.
სამსახურის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ტურიზმის განვითარების საკითხების კვლევასა და ტურისტული მარშრუტების, ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თაობაზე პროგრამების მომზადებას; ბ) ტურისტული ბუკლეტების, რუკებისა და სხვა სარეკლამო საშუალებების ვიზიტორთა ინფორმირებისათვის მომზადებას; გ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; დ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ე) მუნიციპალური სტადიონებისა, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას; ვ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ზ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული და გენდერული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; თ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის შემუშავების მიზნით; ი) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; კ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზრვრული ფუნქციების განხორციელებას. |
2.
ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება თავისი ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს განყოფილების უფროსისა და განყოფილების დარგობრივი მოხელეების მეშვეობით.
|
მუხლი 5.
სამსახურის დარგობრივ მოხელეთა ფუნქციები |
1.
სამსახურის კულტურის დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალურ მუზეუმებთან, კულტურის სახლებთან, თეატრებთან, სახელოვნებო სკოლებთან და კულტურის სხვა დაწესებულებებთან გამგეობის ურთიერთობის საკითხების დარეგულირებას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
2.
სამსახურის განათლების დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) სააღმზრდელო დაწესებულებებთან გამგეობის ურთიერთობის საკითხების დარეგულირებას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
3.
სამსახურის სპორტის დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას; დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
4.
სამსახურის ძეგლთა დაცვის დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების მოძრავი და უძრავი ძეგლების აღრიცხვას, პასპორტიზაციას და მოვლა-პატრონობას; ბ) ძეგლებთან არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოების მოქმედი კანონონმდებლობით წარმართვაში მონაწილეობას; გ) ძეგლების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებისათვის რეკომენდაციების მომზადებას; დ) კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი, უძრავი და ბუნების ძეგლებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭების თაობაზე რეკომენდაციების მომზადებას; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
5.
სამსახურის ტურიზმის დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ტურიზმის განვითარების საკითხების კვლევასა და ტურისტული მარშრუტების, ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქურის მოწესრიგების თაობაზე პროგრამების მომზადებას; ბ) ტურისტული ბუკლეტების, რუკების და სხვა სარეკლამო საშუალებების ვიზიტორთა ინფორმირებისათვის მომზადებას; გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
6.
სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული და გენდერული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; გ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
7.
სამსახურის კულტურულ-სპორტული ღონისძიებების საორგანიზაციო დარგის მოხელე დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურულ-სპორტული ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას, მუნიციპალიტეტის, ქვეყნის და საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენების, სამოქალაქო, რელიგიური და სახალხო დღესასწაულების გათვალისწინებით; ბ) მუნიციპალიტეტის, ქვეყნისა და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოღვაწეთა საიუბილეო თარიღების მომზადება-ჩატარების თაობაზე პროგრამების მომზადებას; გ) თეატრალური, საკონცერტო, საფესტივალო, საკონკურსო, საგამოფენო, საგამომცემლო, სპორტული ღონისძიებებისა და მემორიალების მომზადება-ჩატარებას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები