დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| VIB სალიცენზიო ბლოკზე 2007 წლის 29 მარტს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1152 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017329 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1152
2014 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
VIB სალიცენზიო ბლოკზე 2007 წლის 29 მარტს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფოს, წარმოდგენილს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს სახით, და კომპანია „სტრეიტ ოილ ენდ გეზ ლიმიტედს“ შორის VIB სალიცენზიო ბლოკზე 2007 წლის 29 მარტს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატება №2-ის პროექტი.
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები