დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/06/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017287 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1146
2014 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, 2014 წლის განმავლობაში, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების ეფექტურად და შეუფერხებლად ფუნქციონირების, ასევე, მათი მართვის, კოორდინაციისა და განვითარების ეფექტურად და შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფის მიზნით, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
- აეროპორტების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და მათი მართვის, კოორდინაციისა თუ განვითარებისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა, მათი განახლება, ლიცენზიები, დამატებითი მოდულები, პროგრამული უზრუნველყოფის შემდგომი მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება და ლიცენზირება/სერტიფიცირება;
- შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომელთა ტრენინგები, სწავლება, სასწავლო მასალები, აეროპორტების გამართული ფუნქციონირებისათვის, ასევე, მათი მართვის, კოორდინაციისა თუ განვითარებისათვის საჭირო საავიაციო საკითხების შესახებ;
- სპეციალური ლიტერატურა და ნორმატიული მასალები, თუ მათი კრებულები საავიაციო სფეროში, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით;
- საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება ავიაციის, აეროპორტების ოპერირების, აეროპორტების მართვისა თუ განვითარების სფეროში;
- აეროპორტების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სპეცტექნიკა, ხელსაწყოები, მოწყობილობები, სისტემები, სპეცავტოტექნიკა, მათი ნაწილები, სახარჯი მასალა, შეკეთება/ტექნიკური მომსახურება, მათ ექსპლუატაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებული სწავლება და ლიცენზირება/სერტიფიცირება;
- აეროპორტების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის ნაწილები, სახარჯი მასალები, შეკეთება/ტექნიკურ-სამეურნეო მომსახურება, მათ ექსპლუატაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებული სწავლება და ლიცენზირება/სერტიფიცირება;
სარეკლამო-მარკეტინგული მასალები და მომსახურება;
- აეროპორტების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამედიცინო, სამაშველო ინვენტარი, სახარჯი მასალები და მომსახურება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები