სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯეო კონცენტრატისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯეო კონცენტრატისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017340
  • Word
1143
26/06/2014
ვებგვერდი, 04/07/2014
000000000.00.003.017340
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯეო კონცენტრატისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1143

2014 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯეო კონცენტრატისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლისა და 28-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარალეთში მდებარე 20 067 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: 01) საქვაბე - 52.5 კვ.მ; 02) სადარაჯო -24.5 კვ.მ; 03) სადარაჯო - 7.49 კვ.მ; 04) ადმინისტრაციული - 588.45 კვ.მ; 05) დამხმარე - 133.60 კვ.მ; 06) ღია ფარდული - 466.85 კვ.მ; 07) ღია ფარდული -178.2 კვ.მ; 08) ავტოსახელოსნო - 120.87 კვ.მ; 09) საწყობი - 108.24 კვ.მ; 10) დამხმარე - 130.99 კვ.მ; 11) დამხმარე - 217.14 კვ.მ; 12) ღია ფარდული - 176.92 კვ.მ; 13) ავტოფარეხი - 150.6 კვ.მ; 14) ღია ფარდული - 261.04 კვ.მ; 15) საწყობი - 143.77 კვ.მ; 16) საწყობი - 141.09 კვ.მ; 17) დამხმარე - 75.23 კვ.მ; (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.46.23.004) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჯეო კონცენტრატს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 218077328).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ხილის, კენკროვნების და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 332 000 (სამას ოცდათორმეტი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

დ) წარმოების დაწყებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის მოცულობის (არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ქილა მწნილი და 200 000 (ორასი ათასი) ქილა კომპოტი) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება;

3. შპს „ჯეო კონცენტრატის“ მიერ ამ განკარგულების გამოცემამდე წარმოდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი