ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34/2014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016151
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34/2014
19/06/2014
ვებგვერდი, 20/06/2014
010240000.15.008.016151
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/06/2014 - 24/06/2014)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 34/2014

2014 წლის 19 ივნისი

ქ.თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე

  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის  მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული დროებითი და პარტიების მიერ დანიშნული წევრების უფლებამოსილების ვადა, იმ საარჩევნო ოლქებში სადაც განმეორებითი კენჭისყრები გაიმართება, განისაზღვროს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით (თუ ამ ოლქებში მეორე ტური არ იმართება).
მუხლი 2
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების ვადა (გარდა გაბათილებული საარჩევნო უბნებისა) გაგრძელდეს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.
მუხლი 3
განმეორებით კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, გაბათილებულ უბნებში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება განკარგულებით დაავალოს ამავე ოლქში შემავალ სხვა საუბნო საარჩევნო კომისიას.
მუხლი 4
განმეორებით კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ გამოიწვიონ/დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.
მუხლი 5
განმეორებით კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-2 დღისა (27 ივნისი) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე