„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 ივნისის №34/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 36/2014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 24/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016153
36/2014
24/06/2014
ვებგვერდი, 25/06/2014
010240000.15.008.016153
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 ივნისის №34/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №36/2014

2014 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 ივნისის №34/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 19 ივნისის №34/2014 დადგენილების (ვებგვერდი, 20/06/2014, 010240000.15.008.016151) მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, გაბათილებულ უბნებში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება განკარგულებით დაავალოს ამავე ოლქში შემავალ სხვა საუბნო საარჩევნო კომისიას.

მუხლი 4. 2014 წლის 27 ივნისის ჩათვლით, უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ გამოიწვიონ/დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე