საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.018003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
380
11/06/2014
ვებგვერდი, 13/06/2014
130040000.10.003.018003
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/06/2014 - 21/02/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №380

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ და „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ამოცანებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით:

მუხლი 1
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის, ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ წარმომადგენლად (შემდგომში - დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენელი) დასანიშნი კანდიდატის დანიშვნის ან მოქმედი დაზვერვის ოფიციალური წამომადგენლის გათავისუფლების შესახებ.
მუხლი 2
დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის მიხედვით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობის ანალოგიურად.
მუხლი 3
დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელს როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინების პერიოდში ფულადი სარგოები და შესაბამისი დანამატები სამსახურში არ უნარჩუნდება.
მუხლი 4
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

1. დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.

2. დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის შესაბამისი დამოუკიდებელი სამუშაო ფართობის (საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე) და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებული შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყოფა.

მუხლი 5
დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევის, გრძელვადიანი სამუშაო მივლინების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნისა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 6
დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურებთან ან უშიშროების ორგანოებთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი