„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.023911
78
21/02/2023
ვებგვერდი, 22/02/2023
130040000.10.003.023911
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №78

2023 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №380 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/06/2014, 130040000.10.003.018003) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ“.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის, აგრეთვე დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით:“.

3. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:

მუხლი 3. დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელს როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინების პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემდგომ ეძლევა ფულადი სარგო  საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობრივი სარგოს ანალოგიურად, ხოლო სხვა დანამატები და სარგოები არ უნარჩუნდება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმდდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი