„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4581
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 31/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.002.784
  • Word
4581
28/03/2007
სსმ, 9, 31/03/2007
240.000.000.05.001.002.784
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის 3.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.5. პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერილობითი ფორმით დადებული ცალკე ხელშეკრულებით განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შესატანის განხორციელების წესი, ვადა, შესაბამისი წილი და პასუხისმგებლობის მოცულობა დადგენილი წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

თუ პარტნიორმა გადააცილა შესატანის შეტანის წესდებით ან ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრულ ვადას, დანარჩენი პარტნიორები უფლებამოსილი არიან, მას გადახდისათვის განუსაზღვრონ დამატებითი ვადა.

ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი მხარეთა შეთანხმებით.

თუ დამფუძნებელი პარტნიორების მიერ შესატანის შეუტანლობის გამო არ შეივსება ამ ფორმის საწარმოსათვის დაწესებული მინიმალური საწესდებო კაპიტალი, შეუვსებელი შენატანი ნაწილდება სხვა დამფუძნებელ პარტნიორებს შორის, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის 3.2 პუნქტში დასახელებული საზოგადოებების პარტნიორებისა, მათ წილთა პროპორციულად.“.

2. მე-4 მუხლის 4.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.3. სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს საწარმოს მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოში რეესტრიდან ამონაწერები. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, მოთხოვნისთანავე.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) 5.3.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.3.2. კომანდიტური საზოგადოებისათვის, ამ კანონის მე-5 მუხლის 5.3.1 პუნქტში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა.“;

ბ) 5.3.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და თითოეული პარტნიორის წილი საწესდებო კაპიტალში (პროცენტებსა და თანხებში);“;

გ) 5.5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 54 მუხლის:

ა) 54.1 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 54.3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. 45-ე მუხლის 45.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„45.2. შესატანის ოდენობა თითოეული პარტნიორისათვის შეიძლება განისაზღვროს განსხვავებულად.“.

6. 46-ე მუხლის 46.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46.7. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება პარტნიორთა ხმების 2/3-ის უმრავლესობით, თუ საზოგადოების წესდებით ან პარტნიორთა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საწესდებო კაპიტალის გაზრდა შეიძლება პარტნიორთა მიერ უშუალოდ ან/და საზოგადოებაში ახალი პარტნიორის მიღებით. საწესდებო კაპიტალის გაზრდის შედეგად პარტნიორთა წილები და შესატანების ოდენობა განისაზღვრება საზოგადოების წესდებით ან პარტნიორთა მიერ, მათ შორის, ახალი პარტნიორის მონაწილეობით, დადებული ხელშეკრულებით.“.

7. 53-ე მუხლის 53.3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53.3.4 ქვეპუნქტი:

„53.3.4. საწესდებო კაპიტალის ხუთი პროცენტის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ შესაბამისი მმართველობის ორგანოსგან მოითხოვონ საზოგადოების სახელით დადებული გარიგების ასლები ან/და ინფორმაცია დასადები გარიგებების შესახებ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4581–Iს