დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 860 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017147 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №860
2014 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ
1. „2014 წელს განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №669 განკარგულების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).
2. სამოქმედო გეგმის დამტკიცების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
3. ეთხოვოს სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ თვითმმართველ ერთეულებს კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაბამისი საქონლის ან/და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები