დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-ს შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შესახებ“ შეთანხმების ცვლილების პროექტის მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილისათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2086 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №2086
2011წლის 27ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-ს შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შესახებ“ შეთანხმების ცვლილების პროექტის მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილისათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-ს შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი საქართველოს მთავრობასა და „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-ს შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შესახებ“ შეთანხმების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს აბესალომ კეკელიას, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და „M&C SAATCHI (UK) LIMITED“-ს შორის 2010 წლის 29 იანვარს გაფორმებული „სარეკლამო მომსახურების შესყიდვის შესახებ“ შეთანხმების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმებას.
3. ამ განკარგულების პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული შეთანხმების გაფორმების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოს 1 776 879 (ერთი მილიონ შვიდას სამოცდათექვსმეტი ათას რვაას სამოცდაცხრამეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზ ღვრული ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები