დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100050000.22.038.016335 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/05/2014 - 31/12/2015)
|
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ
|
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
(აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 27 მაისიდან.
|
|
დანართი
|
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
(აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს ბრძანება არეგულირებს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო, აგრეთვე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მსჯავრდებულის გაფრთხილების წესსა და ფორმას. 2. ეს წესი მიზნად ისახავს აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა წინასწარ გაფრთხილებას შესაბამის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. მუხლი 2. მსჯავრდებულის გაფრთხილება 1. აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებიდან გასვლამდე მსჯავრდებული, ამ ბრძანებით დადგენილი ფორმით, წერილობით გააფრთხილოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესაბამის ბიუროში (შემდგომში - პრობაციის ბიურო) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 2. გაფრთხილების დოკუმენტის ასლი ეგზავნება პრობაციის შესაბამის ბიუროს. გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა
________________________________________________ ________________________ (თავისუფლების აღკვეთის/ შეზღუდვის დაწესებულება) (თარიღი) _________________________________________________________________________________ (მსჯავრდებულის სახელი, გვარი) ______________________________________________________ (მსჯავრდებულის დაბადების თარიღი) ______________________________________________________ (მსჯავრდებულის პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვიღებ ვალდებულებას, აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გამოვცხადდე აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით ჩემს უფლებამოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ ჩემ მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. ვაცნობიერებ, რომ დადგენილ ვადაში პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა არის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი, რის თაობაზე გაფრთხილებასაც ვადასტურებ ხელმოწერით. ______________________________ (მჯავრდებულის ხელმოწერა) გავაცანი: ______________________________ (აქტის მიმღები ორგანოს უფლებამოსილი პირი-თავმჯდომარე) |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები