2014 წელს განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე

  • Word
2014 წელს განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 669
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016990
  • Word
669
14/04/2014
ვებგვერდი, 28/04/2014
000000000.00.003.016990
2014 წელს განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №669

2014 წლის 14 აპრილი

 ქ. თბილისი

2014 წელს განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაგეგმვის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“, „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მიმდინარე წელს იგეგმება ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავის, საქარ­თ­ველოს დამოუკიდებლობის დღის 26 მაისის დაქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობ­რო­ბი­სადმი მიძ­ღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ კოორდინაცია გაუწიოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვას და შეიმუშაოს ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგ­მები.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სამოქმედო გეგმებით განსაზ­ღვ­რუ­ლი ღონისძიებების შესასრულებლად საჭირო ფინანსური სახსრების მო­ძიება განხორციელდება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდანან შესაბამისი უწყების წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი