დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016154 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
9
07/04/2014
ვებგვერდი, 14/04/2014
010250020.35.128.016154
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/04/2014 - 07/05/2018)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე–2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში გარე ვაჭრობის რეგულირების წესები დანართი №1 შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესები
|
| მუხლი 1 |
რეგულირების სფერო |
1.
წინამდებარე წესი არეგულირებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. |
2.
გარე ვაჭრობად ითვლება: |
ა)
საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); |
ბ)
საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი,საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივსაზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება; |
გ)
რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან; |
დ)
საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან. |
3.
თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა)უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად. |
| მუხლი 2 |
გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი |
წინამდებარე წესის მიზანია: |
ა)
დაბა ხარაგაულის იერსახის დაცვა; |
ბ)
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; |
გ)
დაბა ხარაგაულის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. |
| მუხლი 3 |
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა |
1.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე და დაბა ხარაგაულისათვის გარე ვაჭრობის ადგილად განისაზღვროს სოლომონ მეფის ქუჩა რკინიგზის გადასასვლელი ხიდის სამხრეთით არსებული თავისუფალი ადგილი. |
2.
გარე ვაჭრობის ადგილებისა და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და დასამტკიცებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს. |
3.
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს: |
ა)
იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად; |
ბ)
იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. |
4.
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას. |
5.
თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად. |
| მუხლი 4 |
გარე ვაჭრობის ორგანიზება |
1.
გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს დაბის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. |
2.
საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
3.
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა. |
4.
აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა. |
5.
გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: |
ა)
ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; |
ბ)
ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; |
გ)
ყვავილები; |
დ)
ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); |
ე)
სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). |
6.
სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: |
ა)
გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; |
ბ)
ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); |
გ)
შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში); |
დ)
ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული. |
7.
გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. |
| მუხლი 5 |
გარე ვაჭრობის კონტროლი |
1.
დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. |
2.
წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. |
3.
. დაევალოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას: |
ა)
კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გაატაროს ღონისძიებები იმ გარე მოვაჭრეების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წინამდებარე წესის მოთხოვნებს; |
ბ)
განახორციელოს წინამდებარე წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
06/08/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
32 -
ვებგვერდი, 09/08/2018
1.
07/05/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
13 -
ვებგვერდი, 11/05/2018
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 06/08/2018
გამოქ. თარიღი : 09/08/2018
დოკუმენტის ნომერი : 32
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ
1
მიღების თარიღი : 07/05/2018
გამოქ. თარიღი : 11/05/2018
დოკუმენტის ნომერი : 13
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები