ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016328
13
07/05/2018
ვებგვერდი, 11/05/2018
010250020.35.128.016328
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2018 წლის 7 მაისი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 14/04/2014)

 1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით  დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. გარე ვაჭრობის ადგილებისა და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ახდენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური და დასამტკიცებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს მერს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.

3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს:“.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით  დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს მათი კომპეტენციის ფარგლებში“.

 „3. დაევალოს ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე