ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 360020000.22.023.016285
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
162
29/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
360020000.22.023.016285
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2014 - 18/02/2015)

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №162

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ

„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 581 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) „ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N1);
ბ) „სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N2);
გ) „თევზჭერის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N3);
დ) „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით  ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N4).
2. ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის შემთხვევაში, სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიში უნდა მოიცავდეს როგორც N1, ასევე N2 დანართებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი