დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360020000.22.023.016302 |
179
18/02/2015
ვებგვერდი, 18/02/2015
360020000.22.023.016302
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
|
„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 581 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1.
დამტკიცდეს თანდართული: |
ა)
„ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N1); |
ბ)
„სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N2); |
გ)
„თევზჭერის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N3); |
დ)
„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N4). |
2.
ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის შემთხვევაში, სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიში უნდა მოიცავდეს როგორც N1, ასევე, N2 დანართებით გათვალისწინებულ ინფორმაციას. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №162 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები