ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.140.016091
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
28/03/2014
ვებგვერდი, 03/04/2014
200140030.35.140.016091
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/04/2014 - 13/02/2015)

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2014 წლის 28 მარტი

დ. ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ თაობაზე შესაბამისად  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დადგინდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   სახელმწიფო და ასპინძის  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის  №3 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ” (ს/კოდი 200140030.35.140.016059 01/03/2013).
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

 


ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე



დანართი
 ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   სახელმწიფო და ასპინძის  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

 1.  ასპინძის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში მიწის ნორმატიული ფასი)  დგინდება  შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C X K

ა)  CN  არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG  ასპინძის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლიც უდრის 0,27;

გ) ITL  – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის  1-ს;

დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

ე) K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა უდრის100-ს.

2. პირველი პუნქტის  მიხედვით, დაბა ასპინძაში ერთი კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

დაბა

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

      CN = IMG X ITL X C X K

    ასპინძა

0,27

1

0,24

100

6,48

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება  დაბა ასპინძისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის  50% ოდენობით და იგი შეადგენს 3,24 ლარს.

4. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,94 ლარს.

5. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი  ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6,48 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.