დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 211 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №211
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერსახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიამ მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის – „Fighting Corruption in Public Services: Chronicling Georgia’s Reforms“ არა უმეტეს 1 000 ეგზემპლარის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ნება დაერთოს საქართველოს მთავრობის კანცელარიას, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად შესყიდული წიგნების ნაწილი გადასცეს საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები