საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
197
06/02/2012
გამოუქვეყნებელი, 06/02/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №197

2012 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქა­რ­თველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სა ­ქარ ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედ ზო ­გიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე არ გავრცელდეს „სა ­ქარ ­თველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ ­თვე ­ლოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინე­ბული შე ­ ­ღუდვა და მიეცეთ თანხმობა, რომ 2012 წლისთვის:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შტა­ტ­გა­რეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 1450 ერთეუ­ლით;

ბ) სსიპ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპი­ტალში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 30 ერთეულით;

გ) სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და მასში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პი­რებ­ში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს:

გ.ა) სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ – არა უმეტეს 245 ერთეულით;

გ.ბ) სსიპ – სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტი­ტუტ­ში  – არა უმეტეს 82 ერთეულით;

გ.გ) სსიპ – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში – არა უმეტეს 97 ერთეულით;

გ.დ) სსიპ – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში – არა უმეტეს 61 ერთეულით;

გ.ე) სსიპ – ინსტიტუტ „ოპტიკაში“ – არა უმეტეს 20 ერთეულით;

გ.ვ) სსიპ – ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათ­მცოდ­ნე­ობის ინსტიტუტში – არა უმეტეს 85 ერთეულით.

2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                       ნ . გილაური