„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 438
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016795
  • Word
438
13/03/2014
ვებგვერდი, 18/03/2014
000000000.00.003.016795
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 4 38

2014 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის47განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიის 63-ე მუხლის შესაბამისად,,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 14 იანვრის 47 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის სახიდე გადასასვლელების), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, სანიაღვრე არხების (მათ შორის წყალგამტარი მილები), ბოგირების, გაბიონების, საცხოვრებელი სახლების სახურავების, ნაპირსამაგრი ნაგებობის, ადმინისტრაციული შენობების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოების, მასალებისა (საქონლის) და მათთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            . ღარიბაშვილი