საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017847
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
227
13/03/2014
ვებგვერდი, 14/03/2014
040030000.10.003.017847
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/03/2014 - 23/12/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 227

2014 წლის 13 მარტი

ქ.თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დაფუძნდეს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის ცენტრი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC);

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 სექტემბრის №779 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის სამართალმემკვიდრედ.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აგვისტოს №661 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის სამართალმემკვიდრედ.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სმართ ლოჯიქის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 15 თებერვლის №106 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) სამართალმემკვიდრედ.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე განისაზღვროს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ შექმნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 29 სექტემბრის №157 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“  სამართალმემკვიდრედ.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი განისაზღვროს „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართალმემკვიდრედ.

7. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებების დამტკიცება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი