დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 635 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.021654 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №227 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/03/2014, 040030000.10.003.017847) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:
1. პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი.“. 2. მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი განისაზღვროს „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ, აგრეთვე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის უფლებამონაცვლედ პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების/გადამზადების ნაწილში.“. 4. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის უფლებამონაცვლედ ქონებისა და ფინანსების ნაწილში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები