საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017836
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
216
10/03/2014
ვებგვერდი, 10/03/2014
040030000.10.003.017836
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/03/2014 - 08/04/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება  №216

2014 წლის 10 მარტი

   ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1016-Iს) საქართველოს კა­ნონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იუ­რი­დი­ული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალი სოხუმის ილია ვეკუას ფიზი­კა-ტექ­ნი­კის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი  (შემდ­გომ­ში ‑ ინსტიტუტი).

2. ინსტიტუტის უფლებამოსილება განისაზღვრება ინსტიტუტის დე­ბუ­ლებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგ­რა­დი განვითარების მინისტრი.

3. ინსტიტუტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­დი განვი­თა­რების მინისტრი.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტრომ:

ა) განახორციელოს ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებული კანონ­მ­დებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ამ დადგენილების საფუძველზე, ინსტიტუტის დებულების ამოქ­მედებამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სახელმწიფო სამ­ხე­დრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალმა სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტმა იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით.

6. ინსტიტუტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალი სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტი­ტუ­ტის უფლებამონაცვლედ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი