დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018545 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №212 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“. 2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №213 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“. 3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №214 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“. 4. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №215 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინსტიტუტ „ოპტიკას“ დაფუძნების შესახებ“. 5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №216 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“. 6. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 მარტის №218 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 (სამი) თვის ვადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებების დამტკიცება. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღებამდე, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა იხელმძღვანელონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 20 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები