საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუტ „ოპტიკას“ დაფუძნების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუტ „ოპტიკას“ დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017835
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
215
10/03/2014
ვებგვერდი, 10/03/2014
040030000.10.003.017835
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუტ „ოპტიკას“ დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/03/2014 - 08/04/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №215

2014 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუტ „ოპტიკის“ დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1016-Iს) საქართველოს კა­ნონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალ - ინსტიტუტ „ოპტიკას“ ბაზაზე დაფუძ­ნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ინსტიტუტი „ოპტიკა“  (შე­­მ­­დგომში ‑ ინსტიტუტი).

2. ინსტიტუტის უფლებამოსილება განისაზღვრება ინსტიტუტის დე­ბულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგ­რა­დი განვითარების მინისტრი.

3. ინსტიტუტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რების მინისტრი.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ:

ა) განახორციელოს ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებული კანონ­მ­დებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ამ დადგენილების საფუძველზე, ინსტიტუტის დებულების ამოქ­მედებამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სახელმწიფო სამ­ხე­დრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალმა ინსტიტუტმა „ოპტიკამ“ იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედე­ბამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონ­დით.

6. ინსტიტუტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სი­ს­ტემაში შემავალ - ინსტიტუტ „ოპტიკის“ უფლებამონაცვლედ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი