საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017834
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
214
10/03/2014
ვებგვერდი, 10/03/2014
040030000.10.003.017834
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/03/2014 - 08/04/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №214

2014 წლის 10 მარტი

ქ.თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (№1016-Iს) საქართველოს კა­ნონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალი ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირი - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასა­ლათმცოდნეობის ინსტიტუტი (შემდგომში ‑ ინსტიტუტი).

2. ინსტიტუტის უფლებამოსილება განისაზღვრება ინსტიტუტის დე­ბუ­ლებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგ­რა­დი განვითარების მინისტრი.

3. ინსტიტუტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბი­დან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რების მინისტრი.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ:

ა) განახორციელოს ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებული კანონ­მ­დებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ამ დადგენილების საფუძველზე, ინსტიტუტის დებულების ამოქ­მედებამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სახელმწიფო სამ­ხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სისტემაში შემავალმა ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტი­ტუტმა იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით.

6. ინსტიტუტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო‑ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სი­ს­ტემაში შემავალი ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალა­თ­მცოდნეობის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი