დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.165.016115 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/03/2014 - 27/04/2016)
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აგრეთვე „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ეს წესი განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
1. ქონება – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ქონება.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი. 4. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. |
მუხლი 3.
ინვენტარიზაციის ჩატარება |
1. დაწესებულებაში (რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან) ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს, ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. |
მუხლი 4.
საინვენტარიზაციო კომისია |
1.საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრისა (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან. 4. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. |
მუხლი 5.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი |
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი №2, დანართი №3) და, საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4),
რომელსაც წარუდგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. საკრებულოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად. |
მუხლი 6.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა |
1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი. |
მუხლი 7.
ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება |
ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება ხორციელდება საჯარო აუქციონის ფორმით (აუქციონი პირობებით), „თვითმმართველი ერთეულის – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №20 დადგენილების შესაბამისად. |
მუხლი 8.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი |
1. თვითმმართველი ერთეულის – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების მომართვის საფუძველზე. მომართვას თან უნდა ერთოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. 3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი. 5. თვითმმართველი ერთეულის – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. 6. ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი. 7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „თვითმმართველი ერთეულის – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №20 დადგენილებით განსაზღვრული წესით.
|
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
დანართი №2 ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი 20---- წლის ‘’--------‘’-----------------------------მდგომარეობით |
კომისიის წევრები: 1. ------------------ ვამტკიცებ ვადასტურებ
2. ------------------ საწარმოს აუდიტორი --------------- ხელმძღვანელი -------------------- 3. ---------------- ბ.ა. ბ.ა. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარების და სხვა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
დანართი №3 საწარმოს დასახელება ----------------------------------------- ჩამოსაწერ საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) 20---- წლის ‘’--------‘’-----------------------------მდგომარეობით |
კომისიის წევრები: 1.----------------- ვადასტურებ: 2. ---------------- საწარმოს აუდიტორი ხელმძღვანელი ------------------- ---------------- 3. ----------------- ბ.ა. ბ.ა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის ფორმა
დანართი №4 ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტი 20---- წლის ‘’--------‘’-----------------------------მდგომარეობით დაწესებულების დასახელება -------------------------------------------------------------------- |
კომისიის შემადგენლობა: ----------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20---- წ. ------- -------------- № ------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა -------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------(ძორითადი საშუალების დასახელება)
და, აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შედეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი -------------------------------------------------
2. საწყისი საბალანსო ღირებულება: ---------------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა) -----------------------------------; ბ) -----------------------------------; გ) -----------------------------------; კომისიის დასკვნა: ------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1. ----------------------------------------------------------------------
2. ------------------------------------------------------------------------
3. ------------------------------------------------------------------------
4..-----------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე: ------------------------------------------------------------------
ძირითადი აქტვის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა.
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ------------------------- (--------------------------------------) ლარი
ლიკვიდაციის შედეგი: ---------------------------------------------------------------------------------------------
მთავარი ბუღალტერი: -------------------------- „----------‘’---------------------------------------20-------წელი
კომისიის თავმჯდომარე: ----------------------------------------------------------- | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები