„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%–იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016245
11
27/04/2016
ვებგვერდი, 03/05/2016
010250020.35.165.016245
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%–იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2016 წლის 27 აპრილი

ქ. საგარეჯო

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი      თვითმმართველი   ორგანოს   მიერ    შექმნილი     არასამეწარმეო   (არაკომერციული) იურიდიული პირისა და მუნიციპალიტეტის   100%-იანი წილით დაფუძნებული      სამეწარმეო    იურიდიული    პირის      საკუთრებაში   არსებული   (ბალანსზე რიცხული) ქონების   ინვენტარიზაციის   და    ამორტიზებული  ან   გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge 11/03/2014, 010250020.35.165.016115 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი №2, დანართი №3) და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4), რომელსაც წარუდგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.“.

2. დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის  გამგებელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.“.

3. დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.“.

4. დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.“.

5. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ერთეულის – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით.“.

6. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების მომართვის საფუძველზე. მომართვას თან უნდა ერთოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული