ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016172
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
09
26/02/2014
ვებგვერდი, 04/03/2014
200140030.35.117.016172
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/03/2014 - 23/02/2018)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2014 წლის 26 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დადგინდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
  დამტკიცდეს  ქ. ამბროლაურის  ტერიტორიის ზონირება (დანართი N2).
მუხლი 3
 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 04/11/2013წ; სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016157).
მუხლი 4
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ქ. ამბროლაურში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ამბროლაურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 CN=IMG X ITL X C X K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის 1,1-ს; ქ.ამბროლაურის შუალედური ზონისთვის – 1-ს; ქ. ამბროლაურის პერიფერიული ზონისთვის – 0,9-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 190-ს, ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისათვის – 131-ს და ქ. ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის – 102-ს;
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის ცენტრალურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

1,1

0,24

190

16.05

 

3. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

1

0,24

131

10.06

 

4. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

0,9

0,24

102

7.05

 

5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.02 ლარს.
6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.52 ლარს.
7. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 5.03 ლარით.

დანართი №2
ქ. ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება

 

ქ.  ამბროლაურის  ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

1

ვაჟა-ფშაველას ქუჩა - №1დან №37-ის ჩათვლით, მ. კოსტავას ქუჩა,  ვ. მახალდიანის ქუჩა, ვანო კობახიძის ქუჩა, შ. რუსთაველის ქუჩა - მ.  კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე,  ხვანჭკარის ქუჩა მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ა. შიშინაშვილის ქუჩა - კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩა - №9-დან №12 -ს ჩათვლით, კ. გამსახურდიას ქუჩა-დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩა №9-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩა- მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის ქუჩა №13-ის ჩათვლით,თამარ მეფის  ქუჩის N01 შესახვევი,  ბრატისლავა რაჭის ქუჩა- მ.კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბრატისლავა-რაჩის ქუჩის №01 შესახვევი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №01 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №02 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №03 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №04 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №05 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №01 ჩიხი, კ. გამსახურდიას №02 ჩიხი.

1,1

შუალედური ზონა

2

ა. შიშინაშვილის ქუჩა - ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან ა. შიშინაშვილის ქუჩის №33-ის ჩათვლით, აკ. წერეთლის ქუჩა, ხვანჭკარის ქუჩა - ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა - ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე,  დ. აღმაშენებლის ქუჩა - №9-დან №38-ის ჩათვლით,  კ. გამსახურდიას ქუჩა - №9-დან - №88-ის ჩათვლით, გრ. ხუციშვილის ქუჩა, ილ. ჭავჭავაძის ქუჩა - დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩა - ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა - რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩის №02 ჩიხი, გ. წულუკიძის ქუჩის  №01 ჩიხი, ნიკო ფიროსმანის ქუჩა,  ალ. გურგენიძის ქუჩა-ბრატისლავა რაჭის - ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის №16-ის ჩათვლით, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა - გურგენიძის ქუჩის გადაკვეთიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე, სოფიო შარაბიძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის  №01 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №03 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №04 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №37-დან სოფელ კვაცხუთის დასაწყისმდე,  ვაჟა ფშაველას ქუჩა - №01-დან სოფ. ძირაგეულის დასაწყისამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩის №01 ჩიხი, დ. აღმაშენებლის ქუჩის №02 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №03 ჩიხი,  კ. გამსახურდიას ქუჩის №04 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №05 ჩიხი, ბრატისლავა - რაჭის ქუჩის №06 ჩიხი, ბრატისლავა - რაჭის ქუჩის №07 ჩიხი, ბრატისლავა - რაჭის ქუჩის №08 ჩიხი, ალ. გურგენიძის ქუჩის №01 ჩიხი.

1

პერიფერიული ზონა

3

რ. დვალის ქუჩა, ი. გოგებაშვილის ქუჩა,  პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა - ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის  ქუჩის  №20-ის ჩათვლით, ექვთიმე აღმსარებლის  ქუჩა, კ. გამსახურდიას ქუჩა - №88-დან №59-ის ჩათვლით,  თამარ მეფის ქუჩა - №13 დან №22-ის ჩათვლით, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა - თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, შოთა რუსთაველის ქუჩა - წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან რუსთაველის ქუჩის №64-ის ჩათვლით,  შ. რუსთაველის ქუჩის №01 ჩიხი, შ. რუსთაველის ქუჩის №02 ჩიხი, კ. ჭიჭინაძის ქუჩა, ა. შიშინაშვილის ქუჩა - №33-დან №49-ის ჩათვლით, დიმიტრი ყიფიანის  ქუჩა,  ალ. გურგენიძის ქუჩა - №16-დან №18-ის ჩათვლით, ალ. გურგენიძის ქუჩის 02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №01 შესახვევი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №05 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №06 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №02 ჩიხი.

0,9