ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.141.016099
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
26/02/2014
ვებგვერდი, 06/03/2014
370020000.35.141.016099
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/03/2014 - 26/02/2015)

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2014 წლის 26 თებერვალი

ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის  №3 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება.
3. დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნების შემდეგ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიან



    დანართი №1

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ქ. ახალქალაქში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“)  შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

                        

CN = IMG  X  ITL X  C X K სადაც:

 

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ;
ბ) IMG – არის ახალქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

- ქ. ახალქალაქი – 1,0-ს;

დ) C - არის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში  უდრის 45-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ.ახალქალაქში  მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით

 

ტერიტორია

 

IMG

 ITL

C

      K

    CN(ლარი)

ქ. ახალქალაქი

0,30

1,0

0,24

45  

3,24 

 

3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში  მიწის ნორმატიული ფასი  დადგენილია ქ. ახალქალაქის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 %-ით და შესაბამისად შეადგენს 1, 6 2ლარს:
4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  დასახლებათა შორის არეალებში  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შესაბამისად შეადგენს 0,81 ლარს:
5. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1კვ/მ  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 %-ით და შესაბამისად შეადგენს 2, 27 ლარს.