ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.141.016139
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
26/02/2015
ვებგვერდი, 27/02/2015
370020000.35.141.016139
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/02/2015 - 29/02/2016)

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2015 წლის 26 თებერვალი

ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

”ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის”საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ე.გ”  ქვეპუნქტის და  61-ე  მუხლის მეორე პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა აგრეთვე    ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2014 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ .
3. დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნების შემდეგ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიან



დანართი №1

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

 

1.ქ. ახალქალაქში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო– სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“)  შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

                          CN = IMG  X  ITL X  C X K სადაც:

ა)  CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ;

ბ) IMG – არის ახალქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3 – ს;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის :

- ქ. ახალქალაქი– 1,0–ს;

დ) C - არის არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში  უდრის 25-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ.ახალქალაქში  მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით

 

ტერიტორია

 

 

IMG

 ITL

C

      K

                                           

      CN(ლარი)

 

                                     

ქ. ახალქალაქი

0,30

1,0

0,24

25                 

1,80              

 

3 ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი  დადგენილია ქ. ახალქალაქის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 %–ით და შესაბამისად შეადგენს 0, 90 ლარს:

4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  დასახლებათა შორის არეალებში  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 %–ით და შესაბამისად შეადგენს 0,45 ლარს:

5. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1კვ/მ  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 %–ით და შესაბამისად შეადგენს 1,26 ლარს.