დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4218 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 04/01/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.050.130.05.001.002.529 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სადისციპლინო კოლეგია შედგება 6 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 3 – არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 მოსამართლე წევრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში – საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი. სადისციპლინო კოლეგიაში იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სადისციპლინო კოლეგიის წევრები აირჩევა 2 წლით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 911 მუხლი:
„მუხლი 911. სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობის შეცვლა
სადისციპლინო კოლეგიის წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში კოლეგიის ხელახალი ფორმირება ხორციელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4218–რს
დოკუმენტის კომენტარები