დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის №1440 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 275 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016666 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №275
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის9 ოქტომბრის№1440განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,„შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ოქტომბრის№1440 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 2013-2014 წლებში უზრუნველყოს ქ. გორის, ქ. ახალციხის, ქ. ამბროლაურის, ქ. ზუგდიდის, ქ. თელავის, ქ. მცხეთის, ქ. ოზურგეთისა დაქ. ქუთაისის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრებისპოლიგონების კეთილმოწყობის მიზნით გადაუდებელი სამუშაოების განხორციელება;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ განკარგულებით განსაზღვრული 2013-2014 წლებში შესასრულებელი მყარი მუნიციპალური გადანაყრების პოლიგონების გადაუდებელი კეთილმოწყობისსამუშაოები განახორციელოს დადგენილი წესით კომპანიის მიერ შეთანხმებული და მოწონებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.“.
მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომპანიამ ამ განკარგულებით გათვალისწინებული და 2013-2014 წლებში განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოების, აგრეთვე, მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება განახორციელოს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში, აღნიშნული სამუშაოებისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები