დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120200040.22.034.016285 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/02/2014 - 26/01/2022)
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან. |
|
დანართი
|
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის
საქართველოდან გატანის წესი |
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის პროცედურებსა და პირობებს. |
| მუხლი 2 |
|
| მუხლი 3 |
1. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ნებართვის მისაღებად მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სათანადო დოკუმენტი, რომლის წარდგენაც სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულად წარდგენის შემთხვევაში, მომსახურების სააგენტო გასცემს ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ნებართვას. |
| მუხლი 4 |
1. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ჯილდოდ გადაცემული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში თან უნდა იქონიოს:
ა) საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირი) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა; ბ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შესაბამისი თარგმანი, რომელსაც უზრუნველყოფს ჯილდოს გამცემი სახელმწიფო ორგანო/თანამდებობის პირი; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. 2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის, მათ შორის, გადატანა-გადაზიდვის სხვა პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები