„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 120200040.22.034.017193
3
26/01/2022
ვებგვერდი, 27/01/2022
120200040.22.034.017193
„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №3

2022 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/02/2014, 120200040.22.034.016285) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის პროცედურებსა და პირობებს.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ჯილდოდ გადაცემული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში გაიცემა:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირი) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა, ამ წესის 31 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ნებართვებს გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ – მომსახურების სააგენტო).“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

1. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვის მისაღებად მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულად წარდგენის შემთხვევაში, მომსახურების სააგენტო გასცემს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ნებართვას.“.

4. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31

1. დაჯილდოებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში არყოფნის შემთხვევაში ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვა შეიძლება გაიცეს იარაღის ჯილდოდ გადამცემის წარმომადგენელზე.

2. იარაღის ჯილდოდ გადამცემმა ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვის მისაღებად მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) იარაღის ჯილდოდ გადამცემის წერილობითი მიმართვა, რომელშიც მიეთითება იარაღის ჯილდოდ გადამცემის წარმომადგენლის მონაცემები, რომელზეც უნდა გაიცეს ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვა;

ბ) იარაღის ჯილდოდ გადამცემის წარმომადგენლის განცხადება;

გ) იარაღის ჯილდოდ გადამცემის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;

ე) ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულად წარდგენის შემთხვევაში, მომსახურების სააგენტო იარაღის ჯილდოდ გადამცემის წარმომადგენელზე გასცემს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ნებართვას.“.

5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჯილდოდ გადაცემული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელმა პირმა თან უნდა იქონიოს:

ა) მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული:

ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირი) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ა.ბ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა, ამ წესის 31 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შესაბამისი თარგმანი, რომელსაც უზრუნველყოფს ჯილდოს გამცემი სახელმწიფო ორგანო/თანამდებობის პირი;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური