სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 10/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017797
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
178
19/02/2014
ვებგვერდი, 20/02/2014
010220030.10.003.017797
სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/02/2014 - 03/07/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №178

2014 წლის 19 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 და 29-ე მუხ­­ლების შესაბამისად, საქართველოში ბუნებრივი სასმელი წყლის ინ­დუს­­ტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით: 

მუხლი 1
შეიქმნას სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების სა­კო­ო­რ­დი­­ნა­ციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი – სა­ბ­ჭოს თავმჯდომარე;

დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარის მოა­დ­გილე;

რომან ჩხენკელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკო­ნომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი;

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს წევრი;

ირაკლი ნოზაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რეს­ურ­სე­ბის დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;

გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის  მო­ად­გილე, საბჭოს წევრი;

არჩილ ცაბუტაშვილი – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ­მომარაგების კომპანიის“ დირექტორი – საბჭოს წევრი;

გიორგი კობერიძე – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ­მომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე – საბჭოს წევრი;

პაატა გიორგაძე – ექსპერტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,  სა­ქარ­თველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფე­სორი, საბჭოს წევრი; 

ბაქარ თოფურიძე – ექსპერტი საგარეო ურთიერთობებისა და ფინა­ნსურ საკითხებში, საბჭოს წევრი;

ზაურ ციხელაშვილი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქარ­თველოს საინჟინრო აკადემიის ჰიდროინჟინერიის განყოფილების აკა­დე­მიკოს-მდივანი, საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რე­სურ­სების და­ც­ვის სამინიტროს დამოუკიდებელი ექსპერტი, საბჭოს წევრი;

ლევან მახვილაძე – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქარ­თველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქარ­თველოსა და მსოფლიოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, პროფე­სორი, საბჭოს წევრი;

გურამ სოსელია – საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადე­მიის აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოს წევრი;

ავთანდილ სუდაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საბჭოს მდივა­ნი.

მუხლი 2
დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების  საკოორდინაციო

საბჭოს დებულება


 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 1. ეს დებულება განსაზღვრავს სასმელი წყლის ინდუსტრიის განვი­თარების საკოორდინაციო საბჭოს(შემდგომ ტექსტში - საბჭო) უფლება­მო­სილებას და საქმიანობის წესს.

 2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონ­სტი­ტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შე­თანხ­მებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორ­მატიული აქტებითა და ამ დებულებით.

 

 მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები

 საბჭოს ფუნქციები და ამოცანებია:

 ა) ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების ხელშე­წყო­ბა;

 ბ) ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების ხელშე­წყობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების მომზადება და სა­ქარ­თველოს მთავრობისთვის წარდგენა;

 გ) ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარებისათვის უწ­ყე­ბათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;

 დ) გაწეული საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარ­დგენა.

 

 მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებანი

 საბჭო უფლებამოსილია:

 ა) მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქ­ტების პროექტები;

 ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს საქმია­ნო­ბი­სათ­ვის აუცილებელი ინფორმაცია;

 გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სა­თანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სა­მუ­­შაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყე­ბე­ბის, ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეც­ია­ლის­ტე­ბის მონაწილეობით;

 დ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრუ­ლ­ყო­ფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შე­ხვე­დრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;

 ე) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შე­ტანის შესახებ.

 

 მუხლი 4. საბჭოს სტრუქტურა, შემადგენლობა და მუშაობის ორგა­ნიზება

 1. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საბჭოს სხდომებს წარმარ­თ­ავს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ჰყავს მო­ა­დგილე.

 2. საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.

 3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება­მოსი­ლებას, საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს საბჭოს თავ­მჯ­დომარის მოადგილე.

 4. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ.

 5. საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საბჭოს სხდომები საჭირო­ე­ბისა­მებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

 6. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

 7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმ­ჯდო­მარესა და საბჭოს წევრებს.

 8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სა­ერ­თო რაოდენობის ნახევარზე მეტი.

 9. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით; მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მე­სამედისა.

 10. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ხმათა თანაბრად გა­ყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

 11. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავ­მჯდომარე და მდივანი.

 12. საბჭო თავისი ამოცანების შესრულების მიზნით საჭიროების შემ­თხ­ვევაში ქმნის საბჭოს აპარატს.

 13. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობისათვის საორ­გა­ნი­ზაციო საკითხების (დღის წესრიგი, სხდომის თარიღთან დაკავში­რ­ე­ბუ­­ლი საკითხები) მოგვარებას. 

 14. საბჭოსთან შეიძლება შეიქმნას თემატური ჯგუფები, მათ შორის, საბ­ჭოს წევრების მონაწილეობით.

 15. საბჭოს აპარატისა და თემატური ჯგუფების შემადგენლობას, ფუნ­ქც­იებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საბჭო.

 16. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნვე­ლყო­ფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფ­რა­ს­ტ­რუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარ­ტამენტი.

 

 მუხლი 5. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

 საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავ­რო­ბის დადგენილებით.