,,სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 427
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 10/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018047
427
03/07/2014
ვებგვერდი, 04/07/2014
010220030.10.003.018047
,,სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №427

2014 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

,,სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №178 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 20/02/2014, 010220030.10.003.017797) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

 შეიქმნას სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი  ღარიბაშვილი – საქართველოს  პრემიერ-მინისტრი,  საბჭოს თავმჯდომარე;

ელგუჯა ხოკრიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

რომან ჩხენკელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი, საბჭოს წევრი;

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს წევრი;

ირაკლი  ნოზაძე – საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;

გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის  მოადგილე, საბჭოს წევრი;

თეიმურაზ მურღულია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;

არჩილ ცაბუტაშვილი – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, საბჭოს წევრი;

გიორგი კობერიძე – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე, საბჭოს წევრი;

პაატა გიორგაძე – ექსპერტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,  საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, საბჭოს წევრი;

ბაქარ თოფურიძე – ექსპერტი საგარეო ურთიერთობებისა და ფინანსურ საკითხებში, საბჭოს წევრი;

ზაურ ციხელაშვილი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ჰიდროინჟინერიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს დამოუკიდებელი ექსპერტი, საბჭოს წევრი;

გურამ  სოსელია – საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოს წევრი;

გიორგი ცხადაძე - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მრჩეველი ფინანსურ საკითხებში, საბჭოს წევრი;

ავთანდილ სუდაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი