„ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №611 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
10
12/01/2010
გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2010
000000000.00(0).00.000000
„ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №611 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №10

2010 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

„ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №611 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,„ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“საქართველოს მთავრობის2009 წლის 14 აგვისტოს№611 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2009-2010 წლებში უზრუნველყოს ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე მდინარე ბეღლორას გამორეცხილ ხიდზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. აღნიშნული სამუშაოები დაფინანსდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვის ხარჯების“ (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში) მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 02)და „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვის ხარჯების“ (მიმდინარე, პერიოდული შეკეთება, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობა და შენახვა ზამთრის პერიოდში)მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                          ნ . გილაური