დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.138.016117 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/02/2014 - 28/03/2014)
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახური |
|
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილებები |
ა) სამსახურის უფროსი; ბ) შესყიდვების განყოფილება; ბ.ა) შესყიდვების განყოფილების უფროსი; ბ.ბ) მთავარი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში; ბ.გ) წამყვანი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში; გ) წამყვანი სპეციალისტი ქონების და მიწის მართვის საკითხებში ; დ) უფროსი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის საკითხებში.
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) უშუალოდ წყვეტს სამსახურის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; გ) განსაზღვრავს თანამშრომელთა ფუნქციებს და კომპეტენციებს სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისას, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გამგებელთან, დაქვემდებარებულ საკითხებზე საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით; ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ვ) კონტროლს უწევს სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას; ზ) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ი) ახორციელებს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
|
მუხლი 3.
სამსახურის უფლებამოსილება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საკითხებში |
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალური სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ცვლილებების ) პროექტების მოსამზადებლად ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და მომზადებას; ბ) დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადებას და განხორციელების ხელშეწყობას; გ) ტენდერებისა და კანონით დადგენილი შესყიდვების სხვა საშუალებების ორგანიზებას; დ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტის მომზადებას; ე) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დაცვის კონტროლს; ვ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას; ზ) მუნიციპალური შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის უფლებამოსილება ეკონომიკის განვითარების და ადგილობრივი ქონების მართვის საკითხებში |
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შენობებისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შეთანხმებას; გ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ე) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; ზ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფასების რეგულირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას; დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზაციისა და მათი შენარჩუნების მიზნით საბიუჯეტო სუბსიდიების გადაანგარიშებას; რეგულირებადი ფასების დონისა და დინამიკის გაანგარიშებას; ლ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასხდელებისა და მოსაკრებლების, ადგილობრივი საბიუჯეტო და საკრედიტო პოლიტიკის საკითხებზე; მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადებას; ნ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; ო) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; პ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ჟ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; რ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ს) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე; ტ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ; უ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების და ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზსა და კონტროლს, მათი ფინანსური ანგარიშების (ბალანსების, მოგება-ზარალის ანგარიშგების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების) ანალიზსა და კონტროლი და მათი საქმიანობის თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადებას; ფ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის წესების პროექტების შემუშავებას; ქ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას; ღ) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; ყ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
|
მუხლი 5.
სამსახურის რეორგანიზაცია |
სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ახალციხის საკრებულოს დადგენილებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანების მიხედვით. |
მუხლი 6.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები