„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016125
14
28/03/2014
ვებგვერდი, 04/04/2014
010250020.35.138.016125
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
            ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2014 წლის 28 მარტი

ქ. ახალციხე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 თებერვლის №6 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 20/02/2014, 010250020.35.138.016117) და  ამ დადგენილებით  დამტკიცებული  დებულების:
1. პირველი მუხლის-
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო  საშტატო ნუსხას - საკრებულოს თავმჯდომარე.’’

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას.
2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება - მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი“.

3. მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი  5. სამსახურის რეორგანიზაცია

სამსახურის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.''

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი