საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა  და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა  პროფესიული სახელმწიფო თეატრის ჩამოყალიბების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა  და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა  პროფესიული სახელმწიფო თეატრის ჩამოყალიბების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016080
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
07/02/2014
ვებგვერდი, 19/02/2014
040030000.32.061.016080
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა  და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა  პროფესიული სახელმწიფო თეატრის ჩამოყალიბების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/02/2014 - 07/06/2023)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №15

2014 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის  მოზარდ  მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღისრეორგანიზაციისა  და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა  პროფესიული სახელმწიფო თეატრ - ,,თეთრი ტალღის'' ჩამოყალიბების შესახებ

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ,,თეთრი ტალღა” და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის  იურიდიული  პირი - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - ,,თეთრი ტალღა“ (შემდგომში - თეატრი).

2. თეატრი არის საჯარო სამართლის  იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ ,,თეთრი ტალღის" უფლებამონაცვლე.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დიმიტრი  ჯაიანი) უზრუნველყოს:

ა)  თეატრის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ)  თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული  პირის - აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ ,,თეთრი ტალღის" რეორგანიზაციასთან და­კავ­ში­რე­ბული კა­ნონ­­მდებ­­ლო­ბით გათვალისწინებული ღო­ნის­ძიებე­ბის გან­ხორ­ციე­ლება.

4.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ხორავა) უზრუნველყოს თეატრისთვის საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული ცვლილება გაითვალისწინოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში. 

მუხლი  2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ ,,თეთრი ტალღის“  შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 26 მარტის №12 დადგენილება.

მუხლი 3.  დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნ­ველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).

მუხლი 4.   დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                            ვახტანგ ყოლბაია