„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ - „თეთრი ტალღის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 07/06/2023
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016377
3
07/06/2023
ვებგვერდი, 09/06/2023
040030000.32.061.016377
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ - „თეთრი ტალღის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ - „თეთრი ტალღის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2023 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ – „თეთრი ტალღის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ  მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის” რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა  პროფესიული სახელმწიფო თეატრ – „თეთრი ტალღის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №15 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 19/02/2014, სარ.კოდი: 040030000.32.061. 016080) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა  და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა  პროფესიული სახელმწიფო თეატრის ჩამოყალიბების შესახებ“;

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“ და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდგომში – თეატრი).“.

მუხლი 2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების დღიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე