საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.002.960
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5196
04/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
080.000.000.05.001.002.960
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-15 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

2. 50-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.“;

ბ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 83. ჯარიმა

არასრულწლოვანს ჯარიმა ენიშნება ამ კოდექსის 42-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

4. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 88. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა

1. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანს თავისუფლების აღკვეთა დაენიშნება მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

2. თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა განახევრდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს შვიდ წელს.

3. თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მესამედით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს.

4. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მეოთხედით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წელს.“.

5. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 100. ნასამართლობის გაქარწყლება

იმას, ვინც დანაშაული თვრამეტ წლამდე ჩაიდინა, ნასამართლობა გაუქარწყლდება:

ა) პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;

ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ექვსი თვის შემდეგ;

გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;

დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;

ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ხუთი წლის შემდეგ.“.

6. 178-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება:

ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.“.

7. 194-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონო ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც/რომლებიც პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.

3. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათ ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

8. 378-ე მუხლის პირველი–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა, ანდა ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულის მიმართ ძალადობა ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში მსჯავრდებულისათვის ხელის შეშლის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3. წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა ანდა ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

4. იგივე ქმედება:

ა) რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის;

ბ) ჩადენილი არაერთგზის;

გ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.“.

9. 3781 და 3782 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 3781. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა

1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე–379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

გ) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

დ) ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გადაცემით;

ე) ჩადენილი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გადაცემით;

ვ) ჩადენილი იარაღის გადაცემით;

ზ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

შენიშვნა: აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომელიც/რომლებიც დასაშვებია, თან იქონიოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებულმა პირმა.

    მუხლი 3782. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა, ტარება, ამ საგნით სარგებლობა

1. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა, ტარება, ამ საგნით სარგებლობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე–379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

გ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

    მუხლი 2. (ძალადაკარგულია)

    მუხლი 3

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 4 ივლისი.

№5196–რს