დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.159.016138 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/01/2014 - 10/01/2017)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ’’ ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესი, თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი # 1
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესი
|
| მუხლი 1 |
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საკუთრების მიწაზე და ობიექტებზე, გარე რეკლამის განთავსება განხორციელდეს რეკლამის გამავრცელებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით. 3. დაინტერესებული პირის მიერ რეკლამის გავრცელებაზე მოთხოვნა (განცხადება) წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგეობას. |
| მუხლი 2 |
1. ხელშეკრულება, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს:
ა) რეკლამის გამავრცელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას, გადახდის ვადას და წესს; ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას; გ) მხარეთა ვალდებულებებს; დ) ხელშეკრულების მოშლის პირობებს; ე) კონკრეტული ურთიერთობიდან გამომდინარე დადგენილ სხვა პირობებს; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მონაცემებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულება არ განაპირობებს მიწის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლას და არ ანიჭებს რეკლამის გამავრცელებელ პირს გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გარდა სხვა ქმედებათა განხორციელების უფლებამოსილებას. |
| მუხლი 3 |
1. რეკლამის განთავსებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წლიური გადასახდელი თანხის მოცულობა 1 კვ.მ-ზე განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 4 |
1. რეკლამის გამავრცელებელთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
2. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, თუ მხარეთა შეთანხმებით არ მოხდა მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, გამგეობის მოთხოვნის საფუძველზე, რეკლამის გამავრცელებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით მოახდინოს გარე რეკლამის დემონტაჟი. 3. პირები, რომლებსაც ამ წესის ამოქმედების მომენტისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული აქვთ გარე რეკლამა, ვალდებულნი არიან ამ წესის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოახდინონ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ან მისი დემონტაჟი საკუთარი სახსრებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. |
| მუხლი 5 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელება-განთავსების გეგმას, გარე რეკლამის განთავსების კონკრეტული ადგილების და სარეკლამო საშუალებების ტექნიკური (პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში და სხვა) მახასიათებლების გათვალისწინებით, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობა და მას დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. |
| მუხლი 6 |
1. ეს წესი არ ვრცელდება სახელმწიფო და კერძო საკუთრების მიწაზე და ობიექტებზე განთავსებულ გარე სარეკლამო საშუალებებზე.
2. საკითხები, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ წესით, რეგულირდება „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები